უფლებამოსილების გადაბარების პროცესი დაიწყო.
მოქმედმა პრეზიდენტმა არჩეული პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური და არჩევნებში გამარჯვებული ერთმანეთს შეხვდნენ და ხელისუფლების გადაბარებაზე ისაუბრეს.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ლაშა ჟვანიასთან ერთად მივიდა, რომელიც მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად განიხილება.
უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაცია ინაუგურაციის მომზადების პროცესშიც იქნება ჩართული.
ვრცელდება რამდენიმე ვერსია იმ სავარაუდო ლოკაციებზე, სადაც მომავალი პრეზიდენტი ფიცს დადებს.