უფლებადამცველები პარიზში საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტს აპროტესტებენ
უფლებადამცველები პარიზში საუდის არაბეთის პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის ვიზიტს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა ეიფელის კოშკთან იემენის დროშები ააფრიალეს. ისინი იემენში საუდის არაბეთის სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ გამოდიან.
აქციის მონაწილეების აზრით, იემენში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე პასუხისმგებელი სწორედ საუდის არაბეთია.