Ufc-ის კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი საქართველოშია. მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა დაახლოებით ორი კვირის წინ გამართა, ჩემპიონის ქამარი სამშობლოში ჩამოიტანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ მებრძოლს გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მალევე ის აეროპორტიდან ღია ავტობუსით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისკენ გაემართა, სადაც მოქალაქეები საყვარელი მებრძოლის დასახვედრად იყვნენ შეკრებილები.
ხვალ მერაბ დვალიშვილი მედიისთვის ვრცელ პრესკონფერენციასაც გამართავს.