UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი საქართველოშია. მერაბ დვალიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მან სამშობლოში ჩემპიონის ქამარი ჩამოიტანა, რომელსაც ქომაგებს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარუდგენს.
ლევან ღუდუშაურის ჩართვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.