UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მას პირადად მიულოცა მოპოვებული გამარჯვება და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს დღეს, „დინამო არენაზე“ საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრის წინაშე წარადგენს.