ეროვნულ არქივში უნიკალური დოკუმენტის დედანს მიაკვლიეს.
ისტორიული საბუთი კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართველი მეფეები და დიდებულები იერუსალიმის წმინდა მიწაზე მდებარე ეკლესია-მონასტრებს ადგილ-მამულებს ხშირად სწირავდნენ. 1907 წლით დათარიღებული საბუთი სხვა პერიოდის საბუთებს შორის შემთხვევით აღმოჩნდა.
ქართულ ენაზე შესრულებული შეწირულობის წიგნი ახლა სარესტავრაციოდ მზადდება.