უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი

უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ – საქართველოში გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61 %-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი ფულადი რესურსი ჩვენს ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, მეორე ადგილს კი ესპანეთი იკავებს. პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებენ ეკონომისტები. სპეციალისტების პროგნოზით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით 2023 წელი კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.