კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ორი მოსმენით მიღებული სადავო კანონპროექტი და მისი მოწინააღმდეგეები – დედაქალაქში მიმდინარე აქციების ფონზე, ისმის საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები, რომლებიც კრიტიკულია. სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა.
შარლ მიშელი გამოსავალს დიალოგში ხედავს. საჯარო დისკუსიისთვის მზად არის მმართველი გუნდიც, სადაც ფიქრობენ, რომ კანონპროექტის საჭიროებაში, ოპონენტებს არგუმენტირებული მსჯელობით დაარწმუნებენ. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, პოზიციას არ იცვლიან ოპოზიციაში.
კანონპროექტზე ვეტოს დადებას აანონსებს სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც დღეს საკითხზე შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.