დავის საგანი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არსებული კიდევ ერთი ჩანაწერი. საუბარია შესწორებაზე, რომლის მიხედვითაც, მონიტორინგის განსახორციელებლად, იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს პუნქტი „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტში მათგან ფარულად შეიტანა. საპასუხოდ, მმართველი პარტია აქვეყნებს საპარლამენტო სხდომის ჩანაწერს, რა დროსაც სწორედ ეს სადავო შესწორება განიხილება და დარბაზში მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ხატია ჯამალაშვილის რეპორტაჟი.