უცხოელი ექსპერტები „ვივამედის“ კლინიკაში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში საერთაშორისო ექსპერტები ერთვებიან.

ამერიკელი სპეციალისტები დილიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებიან. გეგმის მიხედვით მედიკოსი ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორჯერ მოინახულებს. ადვოკატის განცხადებით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას – არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მას ავადმყოფობა ხელს მოიხადოს სასჯელი. მისივე ინფორმაციით, დღესვე სააკაშვილს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.