უცხოელი ექსპერტები საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას გაეცნენ

ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.

ბოლო პერიოდის ფაქტებს შორისაა გუგუტიანთკარში განვითარებული პროცესები, ასევე, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, საგუშაგოს განთავსება სოფელ წნელისთან და ე.წ. საზღვრის დაკეტვა დაბა ახალგორთან.

უცხოელი სტუმრები საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობენ. ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ხვალ, 9 სექტემბერს გაიხსნება.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზაციების – „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ დაარსდა.