არჩევნებიდან მეოთხე დღეს მწვავე განცხადებები კეთდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
მთავარი გზავნილია დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სწრაფი რეაგირება და გამჭვირვალედ გამოძიება. საკმაოდ მკაცრი იყო მოწოდება ვაშინგტონიდან, სადაც სანდოობის უზრუნველსაყოფად საგამოძიებო ორგანოს თავად შერჩევა დააანონსეს. არჩევნების შეფასების დროს ისევ აქტიურად ახსენებენ მაისში პროტესტის ფონზე მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს. ურთიერთობის ნორმალიზებისთვის კანონის გაწვევის მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების დღის წესრიგში რჩება. მწვავე იყო შეფასებებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და რამდენიმე ქვეყნის ლიდერიც, რომელთა ნაწილი დასკვნების გაკეთების დროს ოპოზიციასთან კოორდინაციით მოქმედ პრეზიდენტს ეყრდნობა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოქვეყნებული საერთაშორისო ანგარიშების შინაარსის გათვალისწინებით მკაცრი საერთაშორისო მოწოდებები ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ არის.