ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის საქმე არსებით განსახილველად გაგრძელდება.
დღეს მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებობაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.
უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.