უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. მედეას ქუჩაზე, კერძო სახლში მამა-შვილი არტეზიულ ჭას წმენდდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და დაახლოებით ცხრა მეტრის სიღრმეში მყოფი 72 წლის მამაკაცი მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მამაკაცის ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.