ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო პოლიტიკური პარტიების, მესამე სექტორის და მოქალაქეების ნაწილი კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს. ისინი პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერს ეკისრება. პარალელურად პარლამენტთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც, რომლებიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.