ვაკის პარკში გუშინ მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ორი მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ერთი დაშავებული მოზარდი მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია, ის „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. ექიმის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. შედარებით მსუბუქია მეორე ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ასევე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
თათია ტაბეშაძე გვეტყვის დეტალებს, ის კლინიკის მედპერსონალსა და ასევე გუშინ მომხდარი შემთხვევის თვითმხილველებს ესაუბრა, მათ შორის დევი მეზურნიშვილს, მებაღეს, რომელმაც შადრევნიდან ბავშვების ამოყვანა შეძლო.