გუშინდელი ტრაგედიის შედეგად ობლად დარჩა 13 ბავშვი. „მოამბესთან“ საუბარში დაღუპულთა ნათესავები აცხადებენ, რომ მაღალი რისკის მიუხედავად მინდელის შახტა ადგილობრივებისთვის დასაქმების ერთადერთი საშუალებაა. ერთ-ერთი გარდაცვლის მამა ყოფილი მეშახტეა, რომელიც შრომის უუნარო სწორედ შახტში მიღებული დაზიანების გამო გახდა. შემოსავლის დაკარგვის შემდეგ კი ქვანახშირის მოპოვებაზე მუშაობა უკვე მისმა სკოლის მოსწავლე შვილმა დაიწყო.
შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება. მეშახტეების ნაწილი თვლის, რომ უსაფრთხოების ნორმები ახალ ველში დაცული არ იყო. საქნახშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, საწარმოში მალე უსაფრთხოების ახალი სისტემა დამონტაჟდება.