თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მრავალსართულიანი შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მობინადრეების თქმით, გარდაცვლილი სავარაუდოდ ახალგაზრდა იყო.
პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.