უბედური შემთხვევა სოფელ ჭითაწყარში

უბედური შემთხვევა სოფელ ჭითაწყარში. ზუგდიდში კომპანია „აგრიჯორჯიას“ კუთვნილ თხილის პლანტაციაში მუშა გარდაიცვალა. მას ტრაქტორი დაეჯახა. მიღებული ტრავმების გამო, კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

დაწყებულია გამოძიებაც.