დედაქალაქში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარება ამ დრომდე გრძელდება. გადაუღებელმა წვიმამ ზიანი რამდენიმე რაიონს მიაყენა. წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები და რამდენიმე ადგილზე კლდოვანი ფერდი ჩამოიშალა. კლდის ნაწილის ჩამოშლამ პრობლემები შექმნა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც, რის გამოც, საღამოს ექვს საათამდე იქ გადაადგილება შეიზღუდა.