უამინდობის გამო სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ ისევ შეფერხებულია.
ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე შეზღუდვები ნარჩუნდება. მათ შორისაა გუდაური-კობის მონაკვეთი, ასევე ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა, რომლის ერთ-ერთ უბანზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოწვა. საავტომობილო გადაადგილების მხრივ შეფერხებებია კიდევ რამდენიმე მონაკვეთზე. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 6 იანვრამდე გაგრძელდება. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ამინდის გაუარესება, მაღალმთიან რეგიონებში კი ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმსაც ელოდებიან.