რვა ადამიანი დაიღუპა ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლარული ციკლონის გამო. გარკვეულ ადგილებში ჰაერის ტემპერატურა – 40 გრადუსამდე დაეცა.
ყინვის, ძლიერი ქარის და ნალექის გამო ერთდროულად რამდენიმე შტატის ფედერალური მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
დახურულია სასწავლო დაწესებულებები და მუზეუმები. ასევე შეფერხდა საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოსვლა.
ადგილობრივი მთავრობები და სამედიცინო დაწესებულებები მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
სინოპტიკოსები პოლარულ ციკლონს კვირის ბოლომდე პროგნოზირებენ.