საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს სტუმრად კონკურენტ შვედეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას ქალაქ იენ ჩეპინგში ითამაშებს. ქართველ 21-წლამდელებს ექვსი ტურის შემდეგ 16 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, ხოლო 14 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს. შვედეთის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 15 ოქტომბერს უმასპინძლებს. შვედეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 20 საათზე შემოგთავაზებთ.