რამდენად იმუშავა ტყვიის შემცველ პროდუქციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა – ცნობილი ხდება ბაზარზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები.
კვლევა აჩვენებს, რომ ოთხი წლის წინ ამოქმედებულმა წესებმა შედეგი გამოიღო. სტატისტიკის მიხედვით, ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის მქონე პროდუქტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მათ შორის იგულისხმება სათამაშოები და სამშენებლო მიზნით გამოყენებული მასალები. რეგულაციების და ბაზრის კონტროლის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბავშვებში ტყვიის მაჩვენებლის საგანგაშო სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.
ტყვიის დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობით გამოწვეული საშიში დაავადებები მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.