ტყვიის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი

საქართველოში მცხოვრებ 650 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს.

ქვეყანაში პირველად ჩატარებული კვლევის შედეგები ექიმებისთვის დამაფიქრებელია. სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამის სამინისტროებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ. ახლა დასადგენია, რა იწვევს მცირეწლოვნის ორგანიზმში ტყვიის მაჩვენებლის მატებას – ნიადაგი, წყალი, ჰაერი, საკვები, საწვავი თუ სათამაშოები. სინჯების აღებამდე და სპეციალური კვლევის ჩატარებამდე სპეციალისტები გამომწვევ წყაროებზე მხოლოდ ვარაუდების დონეზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ტყვიით დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდეს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ადრე სამხედრო დასახლებები იყო.

საინტერესოა კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც სტატისტიკამ აჩვენა. აღმოსავლეთ საქართველოსგან გასხვავებით, დასავლეთ საქართველოში გამოკვლეული ბავშვების ორგანიზმში ტყვის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია.