ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში ტყის ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა, დაღუპულია ორი ადამიანი. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ძლიერი ქარის გამო, შესაძლოა, ხანძარი სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შტატში 15 გზატკეცილი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ჩაკეტილი. ქალაქ ურუპესში დაიღუპა ერთ-ერთი სამრეწველო ქარხნის ორი თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. სტიქიასთან გასამკლავებლად სან-პაულუს შტატის მთავრობამ სპეციალური საგანგებო კომიტეტი შექმნა.