ტყიბულის შახტში დაშავებული რვა პირი ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას. ორს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ამ დრომდე მძიმე რჩება რეანიმაციაში მოთავსებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 60% დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს რვა ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.