ვითარება ტყიბულში

7 საათინი მიწისქვეშა ინსპექტირება დასრულებულია.

ტყიბულის შახტი, სადაც ტრაგედია მოხდა, სპეციალისტების ჯგუფმა უკვე დატოვა. რა გახდა აფეთების მიზეზი და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. მიზეზების დასადგენად საგამოძიებო უწყებაში დღეს 10-მდე პირი გამოკითხეს, მათ შორის იყვნენ როგორც საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, ასევე მეშახტეები. დასაქმებულები ამტკიცებენ, რომ უბედური შემთხვევიდან მომდევნო ტრაგედიამდე უსაფრთხოების ნორმები არ უმჯობესდება.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.