თვითმმართველობის არჩევნები 2021

 ცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ტრადიციულად, როგორც ყოველ არჩევნებზე, ამჯერად ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პარალელურად, გარკვეული პერიოდულობით იმართება საინფორმაციო ბრიფინგები, სადაც ცესკო-ს პრესსპიკერი დარღვევებისა და ამომრჩევლის აქტივობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. პირველი ბრიფინგი უკვე გაიმართა.

ანა ბროლაძე მუშაობს დღეს ცესკო-ში, დეტალებზე ახლა ის ისაუბრებს.