თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა, კვლავ მძიმეა
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, ამ დრომდე ისევ მძიმეა. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მოწმის სახით დაკითხვა უძღოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
იურისტის თქმით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.