აქცია „მწვანე სკოლასთან“

უფლებადამცველებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა „მწვანე სკოლასთან“ აქცია გამართეს.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნდა დადგეს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთანავე აქციის წევრებმა გამოძიების დასრულებამდე „მწვანე სკოლაში“ სასწავლო პროცესის შეწყვეტა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, მომხდართან დაკავშირებით „მწვანე სკოლის“ გარდა უნდა დადგეს სხვა უწყებების პასუხისმგებლობის საკითხიც.