მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის მასალებს სწავლობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის ვარაუდით, ლუკა სირაძის და მისი თანატოლების გამოკითხვის დროს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის დარღვევას და ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, იკვეთება მოზარდების ჩვენებების დაპირისპირების ფაქტიც. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, – ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ წარმომადგენლებს კითხავენ. ბავშვისთვის შეუსაბამო გარემოებების კონტექსტში საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს სკოლასთანაც.

არასრულწლოვანთა მიმართ მიდგომაში სისტემური პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით თბილისი და რეგიონები აქციებმა მოიცვა.

ტრაგიკული ფაქტის შემდეგ ოთხმა სამინისტრომ პრემიერისგან დავალება მიიღო.