საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები ფიქსირდება, რამაც შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების ტემპი დააჩქაროს. თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად აქტიურად ახორციელებს, თუმცა ურჩი მოქალაქეების დაყოლიება მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. რამდენად რთულია ვითარება თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით? – მარიკა შალიკაშვილის ჩართვა.