მოწოდებების, რეკომენდაციებისა და გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები, შემცირების ნაცვლად, იზრდება. ბოლო 24 საათში პოლიციამ იძულებით კარანტინში 28 მოქალაქე გადაიყვანა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ მოთხოვნებსა და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. თვითიზოლაციის წესის დარღვევამ, შესაძლოა, ვირუსის შეკავებას ყველაზე დიდი საფრთხე შეუქმნას.