თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში იძულებით 10 ადამიანი გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, დარღვევები კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონში გამოვლინდა. ამ დროისათვის, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ქვეყანაში ამოქმედებულ რეგულაციებს დაემორჩილონ.