„ტვ 4“-მა რამდენიმე დღით მაუწყებლობა შეწყვიტა

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიაში ზეწოლაზე საუბრობენ.

„ტვ 4“-მა რამდენიმე დღით მაუწყებლობა შეწყვიტა. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა და მაყურებელს დაემშვიდობა.

არხის მიერ გავრცელებულ წერილში კი ვკითხულობთ, რომ გარკვეული ძალები სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდნენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად არხი მაუწყებლობას წყვეტს.

„ტვ 4“-ის გენერალური დირექტორი სხვა დამატებით განმარტებებს არ აკეთებს და ამბობს, რომ უფრო მეტ ინფორმაციას მაყურებელს რამდენიმე დღეში მიაწვდის.