თუშეთში, კლდიდან გადავარდნილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თუშეთში, კლდიდან გადავარდნილი 11 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს  მკურნალობას.

შემთხვევა სოფელ გოგლურთაში გუშინ მოხდა. ბავშვი დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მოზარდი ხევიდან სამართალდამცველებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.

ბავშვი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით გომეწრის ხეობიდან თელავში, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.