თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მემორიალურ სვეტთან მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.