„თურქული სამზარეულოს უკვდავი რეცეპტები“

თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის მიერ გამოცემული წიგნის, „თურქული სამზარეულოს უკვდავი რეცეპტების“ პრეზენტაცია და მასში მოცემული რეცეპტების მიხედვით დამზადებული კერძების დეგუსტაცია მოაწყო. კერძები წიგნიდან შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ მოამზადა.

წელს პირველად, 21-დან 27 მაისამდე ტარდება თურქული სამზარეულოს კვირეული, რომლის დროსაც თურქეთსა და მსოფლიოს დიდ დედაქალაქებში ეწყობა პრეზენტაციები და სხვადასხვა ღონისძიება.