თურქეთში, ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს

ყაჩაღობის ბრალდებით, თურქეთის ქალაქ რიზეში, საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. თურქმა სამართალდამცველებმა მაგისტრალზე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელსაც ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.

ჩხრეკისას პოლიციამ 28 600 დოლარი, 1 800 თურქული ლირა, ათასი ევრო და ოთხი მობილური ტელეფონი ამოიღეს. სასამართლომ ორ პირს პატიმრობა მიუსაჯა, ერთ-ერთი მათგანი კი, გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.