თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმე

რა გადაწყვეტილებას მიიღებს თურქეთის სასამართლო საქართველოს მოქალაქის საქმეზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით არის დაკავებული.

პროცესი რამდენიმე საათში უნდა გაიმართოს. მასთან ერთად, სამართალდამცველებს სირიის 9 მოქალაქე ჰყავს დაკავებული ამავე ბრალდებით. გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ამ პირების გამოკითხვა იუსტიციის ორგანოში.

თურქულ მედიაში ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ დაკავებულ ქართველს კავშირი ჰქონდა იმ ერთ-ერთ ბრალდებულთან, რომლიც თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 2017 წელს აიყვანეს.