თურქეთში, აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაციის წინააღმდეგ პროტესტის გამო, 786 ადამიანი დააკავეს – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ოპერაცია ზეთისხილის რტოს წინააღმდეგ 85 აქცია გაიმართა, სოციალურ ქსელებში პროპაგანდისთვის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულია 786 ადამიანი.
თურქეთის ხელისუფლებამ ქურთების წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო.