„დადგა დრო, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განცალკევდეს“ – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა. ჰაქან ფიდანის თქმით, თურქეთი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ომში მხარეებმა უკვე მიაღწიეს მაქსიმალურ შედეგებს, ამიტომ, მისივე თქმით, ახლა დროა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. კითხვებზე პასუხისას ფიდანმა თქვა ისიც, რომ ანტალიაში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო სამშვიდობო პროცესი კავკასიაში, უსაფრთხოება შავ ზღვაში და სირიასთან დაკავშირებული თემები.