თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა მოსკოვთან ან კიევთან კავშირების გაწყვეტას არ აპირებს. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, თურქეთი იხელმძღვანელებს სრუტეების გადაკვეთის შესახებ პაქტით, რათა თავიდან აირიდოს ომის ესკალაცია. მან ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონისა და დასავლეთის ლიდერების პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, რომელიც „არაგადამწყვეტად“ შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი მიდგომა საერთაშორისო წესრიგის მარცხის ნიშანია. ერდოღანის თქმით, რუსეთის შეჭრა დაუშვებელია.