შეაფერხებს თუ არა თურქეთის პოზიცია ნატოში ორი ახალი წევრის მიღებას – რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და სამხედრო აგრესიამ ფინეთის შემდეგ შვედეთსაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. ჰელსინკისა და სტოკჰოლმის სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბალტიის ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვლება. მრავალი წლის განმავლობაში ნეიტრალური ქვეყნების შეცვლილ პოზიციას მოსკოვი განსაკუთრებულ საფრთხედ არ მიიჩნევს, თუმცა ნატოში მათ მიღებას ორგანიზაციის წევრი თურქეთი ეწინააღმდეგება. ოფიციალური ანკარას პოზიციაა, რომ ფინეთი და შვედეთი თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ქურთ მუშათა პარტიას“ მფარველობენ. ახლა ევროპელი ლიდერების მთავარი ამოცანა თურქეთის პრეზიდენტის გადარწმუნებაა.