ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომს კიდევ ერთხელ ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია, თუმცა არა ამერიკასთან ერთად, რადგან ამერიკა ისრაელის მხარესაა. მანვე აღნიშნა, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსგან მას არანაირი მოლოდინი არ აქვს და ამიტომ საბჭოს რეფორმირება მნიშვნელოვანია.