გერმანიის კანცლერი თურქეთშია.
ქვეყანაში, რომელსაც ერთგვარი შუამავლის როლი აკისრია, ოლაფ შოლცი პირველი ვიზიტით იმყოფება. თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადებები – გერმანიის კანცლერის პოზიციაა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ამ კონტექსტში დადებითად შეფასდა რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც წინა კვირას ანტალიაში გაიმართა. გერმანიის კანცლერმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.