ანკარის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ფინეთსა და შვედეთს ჯერ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამთ, რის გამოც, თურქეთის დამოკიდებულების გადახედვა ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი. ამასთან, ერდოღანმა თქვა, რომ ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შესახებ ალიანსის გენერალურ მდივანთან ისაუბრა. „ნატო არ არის ორგანიზაცია, რომელიც ტერორისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთი შვედეთსა და ფინეთს „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრების მფარველობაში სდებს ბრალს და ამის გამო, ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.