საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი იაფი წამლების ნაწილი დეფიციტურია.
მას შემდეგ, რაც თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, ქვეყანაში 50-ზე მეტი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები შემოიტანეს. საუბარია როგორც თურქული წარმოების, ასევე ცნობილი ფირმების მიერ წარმოებული პრეპარატების ჯენერიკებზე, რომელთა ფასი საკმაოდ დაბალია. თუმცა, ზოგიერთი მედიკამენტის მარაგები მალე იწურება, შევსებას კი დრო სჭირდება, რის გამოც მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ კვლავ ამ წამლების ძვირადღირებული ანალოგების ყიდვა უწევთ. მიზეზად თურქეთისთვის დამზადებული წამლების ლიმიტირებული რაოდენობა სახელდება.
პრობლემის სამართავად ჯანდაცვის სამინისტროში ცხელი ხაზი ამოქმედდა.