თურქეთის ახალი გეგმა შესაძლოა ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობის, კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი გახდეს.
თურქეთი სირიაში შეჭრისთვის ემზადება. სირიის ჩრდილოეთში ქურთული სახმედრო ჯგუფების არსებობა ანკარასთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. სირიის ჩრდილოეთში ერთობლივი უსაფრთხოების ზონის შექმნის მიზნით, თურქეთის და აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები ერთმანეთს ანკარაში კიდევ ერთხელ შეხვდნენ. ახლა სწორედ მათ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ამერიკასთან ერთად, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებს. ვაშინგტონი ანკარას აფრთხილებს, რომ სირიაში თურქეთის შეჭრა ვითარებას უკიდურესად გაართულებს.